about us image

გაიგეთ მეტი ტერაგრაფიკზე

დაფუძნებული გამოცდილებასა და ცოდნაზე

,,ტერაგრაფიკი’’, დაარსდა ქ. თბილისში 2007 წელს. კომპანია აერთიანებსმაღალკვალიფიციურ სერტიფიცირებულ თანამშრომლებს.

უახლესი ტექნოლოგია

“ტერაგრაფიკი” გთავაზობთ უახლესი თანამედროვე საამზომველო ხელსაწყოებით და ტექნიკით მაღალი ხარისხის მომსახურებას.

კონსულტაცია

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრასა და განხორციელებაში.

18 წლიანი გამოცდილება

ჩვენვამაყობთ 18 წლიანი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს ხარისხიანი მომსახურების, ინოვაციურიმი დგომების და პროფესიონალიზმის გაერთიანებას.

ჩვენ შესახებ

,,ტერაგრაფიკი’’, დაარსდა ქ. თბილისში2007 წელს. კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სერტიფიცირებულ თანამშრომლებს. ორგანიზაციისსპეციალიზაციას წარმოადგენს შემდეგი სფეროები:

  • ტოპოგრაფიული აგეგმვები
  • აეროგადაღება/ფოტოგრამეტრია
  • ლიდარული სკანირება
  • საკადასტრო აგეგმვა
  • სამშენებლო გეოდეზიური ზედამხედველობა
  • საინჟინრო ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაცია
  • მიწის ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების იდენტიფიკაცია (დაკვალვა)
  • შენობა ნაგებობების აგეეგმვა და 3D მოდელირება
  • გეოლოგიური მომსახურება
  • ხე-მცენარეების ინვენტარიზაცია
  • მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შეფასება
  • განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება

გაიცანით ჩვენი გუნდი

"ტერაგრაფიკის" მთავარი ღირებულება მისი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდია, რომელიც

team image

შოთა ფხაკაძე

2001-2004 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მიიღო გეოგრაფიის ბაკალავრის ხარისხი.2004-2006 დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და მიიღო გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი.2005 წლიდან 2007 წლამდე პერიოდულად მუშაობდა შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკში“.  2007 წლიდან დღემდე კომპანია  „ტერაგრაფიკის“ ხელმძღვანელი

team image

ირაკლი თალაკვაძე

1981 წელს დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი, 1981 წლიდან 1983 წლამდე მუშაობდა ტექნიკუმში ლაბორანტად და შემდგომ მასწავლებლად. 1983-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  1999 წელს გაირა გადამზადება გერმანულ-ქართული (KFW) პროექტის ფარგლებში მიწის კადასტრი და რეგისტრაცია. 2000 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა გერმანულ-ქართულ პროექტში, თელავის რეგიონალ ცენტრში.2003წ-დან 2006 წ-მდე მუშაობდა გერმანულ-ქართულ პროექტში ტექნიკური ექსპერტის თანამდებობაზე. 2024 წელს გაიარა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების  ცენტრის კურსი უძრავი ქონების ამგეგმავი (ტრენინგი)  (პრაქტიკული კურსი; ISO სტანდარტის შესაბამისობის  სერტიფიკატი 2024-დან). 2007 წ-დან დღემდე შპს „ტერაგრაფიკი“-ს თანამშრომელი. ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე გეოდეზიურ საკითხებში. აქვს 40 წლიანი გამოცდილება.

team image

მანანა კუჭუხიძე

მიწის კადასტრის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1999 წლიდან ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის კადასტრის განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 2002 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში (APLR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით, მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, საკუთრების რეგისტრაციის სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რეფორმის სრულყოფის ხელშეწყობა. არის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 2007 წლიდან დღემდე შპს „ტერაგრაფიკი“-ს თანამშრომელი. გის (GIS) ოპერატორი, საკადასტრო მონაცემების შეგროვება, საკუთრების უფლების დადგენა და აზომვითი ნახაზების მომზადება. აქვს 25 წლიანი გამოცდილება.

team image

დავით სოლომნიშვილი

2016 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო გეოლოგიური ფაკულტეტი; საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმაციის კათედრა. 2014 წელს მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.2016 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლაბორანტად.2020-2022 წლებში „თსუ“-ს გეოფიზიკის ინსტიტუტში, ლაბორანტად,2022 წლიდან დღემდე დარგის წამყვან სპეციალისტ-მასწავლებელად სსიპ გლდანის პროფესიულ სასწავლებელში. 2022 წელს გაიარა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების  ცენტრის კურსი უძრავი ქონების ამგეგმავი (ტრენინგი)  (პრაქტიკული კურსი; ISO სტანდარტის შესაბამისობის  სერტიფიკატი 2022-დან). აქვს 8 წლიანი გამოცდილება ტოპოგრაფიულ და საკადასტრო აგეგმვებში. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ტერრაგრაფიკ“-ში  ამზომველ-ტოპოგრაფის პოზიციაზე.

team image

თამარ ფხაკაძე

2011 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი,  ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ფინანსების სპეციალობით. 2011 წელს გაიარა საკვალიფიკაციო-CRDG/company ტრენინგ კურსი ფინანსებში. 2011 წელს გაიარა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია ,,ბაფი” კომპიუტერზე მუშაობის შემსწავლელი კურსები, საბუღალტრო პროგრამა“ორის-ბუღალტერია.” 2012 წელს გაიარა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, კომპიუტერზე მუშაობის  შემსწავლელი კურსები. 2013 წელს გაიარა საგანმანათლებლო ცენტრი ,,ოქსფორდის აკადემია” ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდატებისა და საგადასახადო სისტემის თეორიული და პრაქტიკული კურსი. 2015 წელს გაიარა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების  ცენტრის კურსი უძრავი ქონების შეფასებაში (ტრენინგი)  (პრაქტიკული კურსი; ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი 2015-დან). აქვს 10 წლიანი გამოცდილება.უძრავი ქონების შეფასების მიმართულებით, ჩართული იყო ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიც იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბათუმის შემოვილითი გზა, ელექტროგადამცემი ხაზი ოზურგეთი-ზოტი, რუსთავი-წითელი ხიდი და რუსთავი-სადახლოს გზის პროექტები სხვ. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,ტერაგრაფიკში’’, უძრავი ქონების შემფასებელი

team image

ზაზა ჟღენტი

1983-1987 წლებში სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმში, 1989-1994 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი გეოდეზიისა და მარkშეიდერის კათედრაზე, სპეციალობით მარkშეიდერი. 2002 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში (APLR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით, მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, საკუთრების რეგისტრაციის სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის რეფორმის სრულყოფის ხელშეწყობა. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ტერაგრაფიკ“-ში  გეოდეზისტის პოზიციაზე. აქვს 23 წლიანი გამოცდილება.

team image

არჩილ ბოტკოველი

1999 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის თელავის ფილიალი, საინჟინრო ეკოლოგიის სპეციალობით. ამავე წელს გაირა გადამზადება გერმანულ-ქართული (KFW) პროექტის ფარგლებში მიწის კადასტრი და რეგისტრაცია. 2000 წ-დან 2002 წ-მდე მუშაობდა შპს „გეა-2000“-ში, 2002წ-დან 2004 წ-მდე შპს „NFI”-ში, მესაკუთრეთა უფლებების/GIS სპეციალისტის პოზიციაზე. 2005 წელს მუშაობდა თელავის რაიონის საჯარო რეესტრის სამსახურში, ოპერატორ-სპეციალისტად. 2007 წ-დან დღემდე შპს „ტერაგრაფიკი“-ს თანამშრომელი. აქვს 25 წლიანი გამოცდილება.

team image

ვლადიმერ თაფლაძე

1997-1999 წლებში დაამთავრა ქ. ქუთაისის სკოლა-ლიცეუმი.2001 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო თუ საამზომველო კომპანიებში. 2022 წელს გაიარა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების  ცენტრის კურსი უძრავი ქონების ამგეგმავი (ტრენინგი)  (პრაქტიკული კურსი; ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი 2022-დან). აქვს 14 წლიანი გამოცდილება ტოპოგრაფიულ და საკადასტრო აგეგმვებში.2011 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ტერრაგრაფიკ“-ში  გეოდეზისტის პოზიციაზე.

team image

რეზო ბაჩილავა

2006 – 2009წ ქ. ბათუმის საინჟინრო ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.  2012 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ტერრაგრაფიკ“-ში  გეოდეზისტის პოზიციაზე. 2022 წელს გაიარა შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების  ცენტრის კურსი უძრავი ქონების ამგეგმავი (ტრენინგი)  (პრაქტიკული კურსი; ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი 2022-დან). აქვს 13 წლიანი გამოცდილება ტოპოგრაფიულ და საკადასტრო აგეგმვებში.

team image

გიორგი ბერუაშვილი

2008-2011 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკა და მართვის სისტემები.2019 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ტერრაგრაფიკ“-ში  ამზომველ-ტოპოგრაფის პოზიციაზე.

team image

ალექსი მენაბდე

2008 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ტერაგრაფიკში ამზომველ პოზიციაზე

team image

დავით ქემხაძე

1996 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროში რესტრუქტურიზაციის უფროს სპეციალისტად აგრეთვე პარალელურად მუშაობდა მეტალურგიური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში მეცნიერ თანამშრომლად, არის ექვსი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2006 წლიდან მუშაობდა სს მ2-ის სამშენებლო კომპანიაში სხვა და სხავ თანამდებობაზე, 2024 წლიდან მუშაობს შპს „ტერაგრაფიკ“-ში მენეჯერის პოზიციაზე.